გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო სააგენტოები, პრესცენტრები, ტელევიზია
და რადიო - აქ მუშაობა არის ჩვენი კურსდამთავრებულების მიზანი.
გსურთ გახდეთ პროფესიონალი ჟურნალისტი - შეგეძლოთ ინტერვიუს გაძღოლა,
საგაზეთო სტატიების მომზადება, პრესკონფერენციების ორგანიზება?
შემოთავაზებული კურსით თქვენ შეიძენთ იდეალურ საბაზისო ცოდნას, რათა
ჟურნალისტურ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვათ.
კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი და მისი პარტნიორი მედია-ორგანიზაციები გთავაზობთ ინტეგრირებულ კურსს ჟურნალისტიკაში.
ტრეინინგის ხანგრძლივობა: 10 კვირა.
ტრეინინგი მოიცავს სალექციო და პრაქტიკულ კურსს. თეორიული კურსის
მსვლელობისას მსმენელები დახელოვნდებიან წერისა და რედაქტირების უნარებში,
გაეცნობიან:
- პუბლიცისტურ ჟანრებს;
- მედია-ეთიკას;
- პრეს-ცენტრის მუშაობის სპეციფიკას;
- მედია-მარკეტინგს.
მსმენელები თეორიული კურსის გავლის შემდეგ გაივლიან ერთთვიან სტაჟირებას
რადიოში, ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში, და მიეცემათ დასაქმების რეალური
შანსი (http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=490&Itemid=596&lang=ka-GE).
ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებული სტაჟირების გამო უკვე თანამშრომლობენ წამყვან მედია-ორგანიზაციებთან (http://icqe.ge/index.php?option=com_content&view=article&id=498&Itemid=600&lang=ka-GE).
ტრენინგი ჩატარდება კვირაში 3 დღე.
მთლიანი კურსის ღირებულებაა 500 ლარი. გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.
ტრეინინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
კურსს წარუძღვება ჟურნალისტიკის ლექტორი, რედაქტორი და პრაქტიკოსი, ჟურნალისტი ლევან ცალუღელაშვილი.
რეგისტრაციისათვის აუცილებელია მსმენელებმა სწავლის დაწყებამდე ცენტრის ადმინისტრაციას წარუდგინონ:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- შევსებული განაცხადის ფორმა (http://icqe.ge/index.php?option=com_courseorder&view=addcourse&tmpl=order&item_id=114&Itemid=538&lang=ka-GE);
** სწავლის საფასურის (თანხის პირველი ნაწილის) ჩარიცხვის ქვითარი.
რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
მის.: თბილისი, მოსკოვის გამზირი 8 (მეტრო "სამგორის" მიმდებარე ტერიტორია)
ტელ.: (+995 32) 2 701181, (+995 32) 2 945412
მობ.: (+995 558) 160530, (+995 555) 932005
ელფოსტა: info@icqe.ge
ვებ-გვერდი: http://www.icqe.ge