,,კვალიფიკაციური განათლების საერთაშორისო ცენტრი” გთავაზობთ ,,მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო” კურსს.
სასწავლო კურსის მიზანია კვალიფიკაცია აუმაღლოს მოქმედ ბუღალტრებს, უზრუნველყოს ამავე სფეროში მოღვაწე პროფესიონალთა ჯგუფების გადამზადება, რომლებიც სწორად განახორციელებენ ფინანსური ანაგიშგების მომზადებას ისეთ საკითხებში როგორიცაა:ოპერაციების ასახვა ეკონომიკური შინაარსის შესაბამისად, საწარმოთა გაერთიანებების აღრიცხვა, შვილობილი საწარმოები და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, და ა. შ.
კურსს წარუძღვება პროფესორი ნადეჟდა კვატაშიძე - (ფინანსური აღრიცხვის ლექტორი, წიგნების ,,ფინანსური აღრიცხვა IIდონე“ და ,,ფინანსური და კორპორაციული აღრიცხვ“-ის თანაავტორი)
კურსზე ჩაწერის წინაპირობაა ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებისა და ფინანსური აღრიცხვის ცოდნა.
კურსი მოიცავს:
- ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის სტრუქტურული საფუძვლების გამოყენება პრაქტიკაში;
- აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება;
- მომხდარი სამეურნეო ოპერაციების ასახვის სრული ციკლი - ანგარიშებიდან ფინანსურ ანგარიშგებამდე;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა პრაქტიკული სავარჯოშოს ამოხსნით, რომელიც ითვალისწინებს საცდელ ბალანსს, კორექტირებებს, ფინანსური ანგარიშგების მომზადებას;
- ფინანსური და საგადასახადო მოგებებს შორის სხვაობების მიზეზების დადგენა, მოგების საგადასახადო დეკლარაციის შედარება ფინანსურ მოგებასთან მოგებისა და ზარალის ანგარიშგებასა და ბალანსში.
ეს არის უნიკალური პროგრამა და მისი შესწავლა აუცილებელია ყველა მოქმედი ბუღალტრისათვის!
კურსის ხანგრძლივობაა 33 საათი.
კურსის ღირებულებაა 500 ლარი.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ 2 საათის ხანგრძლივობით, შემდეგი გრაფიკით:
- ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი: 19:00-21:00
- კვირა: 10:00-13:00
- სამშაბათი, ხუთშაბათი: 16:30-18:30 შაბათი: 12:00-14:00
- სამშაბათი, ხუთშაბათი: 19:00-21:00 შაბათი: 10:00-12:00
კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ მთავარი ბუღალტრის კვალიფიკაციას.
მიღება დაწყებულია. რეგისტრაციის ბოლო დღეა 25 ივნისი.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მოსკოვის გამზირი #8
ტელ.: (+995 32) 70 11 81, (+995 32) 94 54 12
E-mail:
Web.: