ოპტიკური კომპანია ,,კენარი’’ დაარსდა 2004 წელს და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან. არის 30-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი. ამჟამად ,,კენარის’’ ქსელი მოიცავს 5 ოპტიკურ სალონს. იგი მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ქსელის ყველა ფილიალი ხასიათდება სრულყოფილი მომსახურებით. კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მუდმივად განახლებული კოლექციების სახით მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანის შეთავაზება.
შპს ,,კენარი’’ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები
- სასიამოვნო, პრეზენტაბელური გარეგნობა
- ინგლისურის და კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- სასურველია გამოცდილება აღნიშნულ სფეროში ან გაყიდვების სამსახურში
- ასაკობრივი კატეგორია 23-დან 35 წლამდე
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 4 ნოემბერი 2011წ.