ოპტიკური კომპანია ,,კენარი’’ დაარსდა 2004 წელს და ქართულ ოპტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს. იგი ასოცირდება მაღალ ხარისხთან, კარგ სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან. არის 30-ზე მეტი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი. ამჟამად ,,კენარის’’ ქსელი მოიცავს 5 ოპტიკურ სალონს. იგი მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. ქსელის ყველა ფილიალი ხასიათდება სრულყოფილი მომსახურებით. კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა, მაღალი ხარისხის შენარჩუნება და მუდმივად განახლებული კოლექციების სახით მრავალფეროვანი და საინტერესო არჩევანის შეთავაზება.
შპს ,,კენარი’’ აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ოფთალმოლოგის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი სრული. 11:00-19:00 კვირის გარდა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მუშაობის ლიცენზია და სერთიფიკატი
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ხალხთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები
- სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)
- ასაკობრივი კატეგორია 30-დან 50 წლამდე
გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 1 ნოემბერი 2011 წ.