შპს "კაუკასუს მედია სერვისი" - ახლად შექმნილი მცირე საწარმო, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიების ინტერესს ამიერკავკასიის რეგიონში, ეძებს შრომისმოყვარე და დისციპლინარულ თანამშრომელს და აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების კოორდინატორის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოვალეობები:
-ამიერკავკასიის ქვეყნებში არსებულ კლიენტთა ბაზასთან სამუშაო ურთიერთობების დამყარება;
-აღნიშნული ბაზის წარმოება-განახლება;
-კლიენტებისაგან ინფორმაციის შეგროვება;
-კლიენტთა ბაზიდან მიღებული რეპორტების მიღება, შემოწმება, საერთო ბაზაში გატარება და გაერთიანებული რეპორტის მომზადება;
-მომზადებული რეპორტების სათაო ოფისებში გადაგზავნა და ინვოისების მომზადება;
-ინვოისების გადამოწმება;
-გადახდების შემოწმება და გადახდების სტატუსის შედგენა;
-კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო იქნება ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის მედია ბაზრების შესწავლა, PowerPoint პრეზენტაციების მომზადება, Excel-ის ფორმატში გამოთვლების გაკეთება, Word-ში გეგმებისა და მიმდინარე ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-სქესი: მდედრობითი;
-ასაკი: არანაკლებ 25 წლისა;
-სასურველია გამოცხადებულ პოზიციაზე არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება;
-სავალდებულოა MS Office: Excel, Word, PowerPoint პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-სავალდებულოა რუსული (საუკეთესოდ) და ინგლისური (სამუშაო) ენების ცოდნა, როგორც სასაუბრო, ასევე წერითი (თუკი ამ უნარებს არ ფლობთ, ნუ გამოგვეხმაურებით, რადგან იქნება ტესტირება);
-კომუნიკაციის უნარის მაღალი დონე;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-ორგანიზებულობა, სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
-საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციების კოორდინატორმა/ადმინისტრატორმა მონაწილეობა უნდა მიიღოს გაყიდვების პროცესში და დახმარება გაუწიოს გაყიდვების მენეჯერს.
სამუშაო პირობები:
-გასაუბრებისა და ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატთან დაიდება შრომითი ხელშეკრულება 1 თვის გამოსაცდელი ვადით;
-ხელფასი: 500 (ხუთასი) ლარი ხელზე ასაღები, მომატების პერსპექტივით;
-სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
-სამუშაო საათები: 11:00-დან 19:00 საათის ჩათვლით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ფოტოსურათიანი CV, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: