ლოგისტიკისა და დისტრიბუციის კომპანია "კანტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 1 წელი;
- B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა;
- წლოვანება: 20-დან 35 წლამდე;
- თბილისის ქუჩების, მისამართების ზედმიწევნით ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამის - Microsoft Office Excel-ის საფუძვლიანი ცოდნა;
- საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- ბუღალტრულ საბუთებთან მუშაობის გამოცდილება;
- ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო, მოძრავი ან უძრავი ქონების ქონა, ფინანსური პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად - გირავნობისთვის ან შესაბამისად იპოთეკისთვის;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები;
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა;
- მათემატიკური და ლოგიკური უნარ-ჩვევები;
- კლიენტებთან სრულფასოვანი კონსულტაციის და მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: 2011 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება -„გაყიდვების აგენტი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:
- რეზიუმების შერჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ, პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.