საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და პროდუქტების კომპანია - შპს. „კამარა სისტემს“ - აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელიც გააჩნია IT პროდუქტებისა
და ბაზრის შესახებ ცოდნა და ინტერესი, ანალიტიკური აზროვნების, გუნდური
მუშაობისა და გაყიდვების ეფექტურად წარმოების შესანიშნავი უნარ-ჩვევები!
მოთხოვნები კანდიდატისადმი:
- 20-დან 25 წლის, უმაღლესი განათლებით
- კომპიუტერული და სამომხმარებლო ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- მუდმივი ინფორმირებულობა უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ
- არასტანდარტულ სიტუაციებში იმპროვიზაციისა და გამოსავლის პოვნის უნარი
- მაღალი კომუნიკაბელურობისა და თვითპრეზენტირების უნარ-ჩვევები
- ამბიციურობა, მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა
- კრეატიული, ორგანიზებული, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე
- პრეზენტაბელურობა, პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- საცალო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად
სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
- ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე
- სრულყოფილად უნდა იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია
- უწევს მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქციის ასორტიმენტისა და
ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ და ეხმარება მას გადაწყვეტილების
მიღებაში
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას
- უზრუნველყოფს მაღაზიის თაროებზე წარმოდგენილი პროდუქციის სისუფთავეს, პროდუქტის სწორად განლაგებას საპოზიციონერო თაროებზე
- უზრუნველყოფს პროუქციაზე საფასო იარლიყების მიმაგრებას, იარლიყის დაზიანების ან ფასის ცვლილების შემთხვევაში ცვლის მას
- ყურადღებას აქცევს დარბაზში წარმოდგენილ პროდუქციას, რომ იგი არ დაზიანდეს ან არ დაიკარგოს
- მონაწილეობას იღეს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:
2011 წლის 31 მარტის ჩათვლით. საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ
პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების კონსულტანტი" (Sales Consultant -
ლათინური შრიფტით), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.