საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თეგეტა მოტორსი  ალგანი  პროფკურორტი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შპს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES 
P/T/G  საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი One World   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

პროდუქციის მენეჯერი, გაყიდვების კონსულტანტი

   კომპანია:

კამარა სისტემს

   განთავსებულია:  7 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  15 მარ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  jobs@camara.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საინფორმაციო ტექნოლოგიების სადისტრიბუციო კომპანია შპს "კამარა სისტემს" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის და გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომელთაც უნდა გააჩნდეთ კარგი ცოდნა IT ბაზრის, მარკეტინგისა და პროდუქციების შესახებ, შეეძლოთ შესყიდვებისა და გაყიდვების ეფექტურად განხორციელება. კანდიდატს უნდა ჰქონდეს სათანადო განათლება, შესაბამისი გამოცდილება და კარგად ერკვეოდეს ბიზნესის ზოგად პრინციპებში.

1. პროდუქციის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-აუცილებელია უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/მარკეტინგი სასურველია);
-სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილება;
-ადგილობრივი IT ბაზრისა და წამყვანი კომპანიების (მოთამაშეების) ცოდნა;
-დარწმუნების, მოლაპარაკებების წარმოების, შესყიდვებისა და გაყიდვების კარგი უნარები;
-კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-წერითი და სასაუბრო ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
-პრობლემების პრაქტიკულად მოგვარების შესაძლებლობა;
-ორგანიზებული, ინიციატივიანი;
-ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-გუნდში მუშაობის უნარი.

სამუშაოს აღწერილობა:
-დაგეგმოს ყოველთვიური გაყიდვები და შეკვეთები;
-კომპანიის მომწოდებლების, პროდუქციის და მომსახურების დეტალური ცოდნა;
-შეინარჩუნოს და განავითაროს ურთიერთობები პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებსა და ბრენდებთან;
-მოიძიოს და განავითაროს ურთიერთობა საინტერესო ბრენდებთან, მომწოდებლებთან;
-დროულად და ხარჯების ეფექტურად გამოყენების გზით, დაგეგმოს, განავითაროს და შეიძინოს პროდუქცია;
-შეიმუშავოს და წარმატებით განახორციელოს გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგიები;
-გაყიდვების წამახალისებელი და სხვადასხვა მარკეტინგული აქციების დაგეგმვა/განხორციელება;
-აქტიური გაყიდვების პროცესების მართვა;
-მოამზადოს პერიოდული რეპორტები მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვა/გაყიდვების შესახებ;
-რეგულარულად გააკეთოს ბაზრისა და გაყიდვების ანალიზი;
-მუდმივად განაახლოს ინფორმაცია კონკურენტული გარემოს შესახებ;
-ფლობდეს ინფორმაციას ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის შესახებ;
-დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკის პროცესს;
-აკონტროლოს შესყიდვების და შეკვეთების პროცესები;
-განბაჟების პროცედურების მართვა;
-ინვენტარისა და მარაგების მართვა.

წარმატებულ კანდიდატს შევთავაზებთ სამ თვიან საგამოცდო პერიოდს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი დამატებით ჩაერთვება გეგმებიდან და მიღებული შედეგებიდან გამომდინარე დადგენილ კვარტალური ბონუსების სქემაში.

2. გაყიდვების კონსულტანტი

მოთხოვნები:
-20-დან 25 წლამდე, უმაღლესი განათლებით;
-კომპიუტერული და სამომხმარებლო ტექნიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
-საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-მუდმივი ინფორმირებულობა უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ;
-არასტანდარტულ სიტუაციებში იმპროვიზაციისა და გამოსავლის პოვნის უნარი;
-მაღალი კომუნიკაბელურობისა და თვითპრეზენტირების უნარ-ჩვევები;
-ამბიციურობა, მაღალი სამუშაო მოტივაცია და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
-კრეატიული, ორგანიზებული, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე;
-საცალო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:
-ორიენტირებული იყოს მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
-სრულყოფილად უნდა იცოდეს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია;
-უწევს მომხმარებელს კონსულტაციას პროდუქციის ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ და ეხმარება მათ გადაწყვეტილების მიღებაში;
-მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად ახდენს პროდუქტის პრეზენტაციას;
-უზრუნველყოფს მაღაზიის თაროებზე წარმოდგენილი პროდუქციის სისუფთავეს, პროდუქტის სწორად განლაგებას საპოზიციონერო თაროებზე;
-უზრუნველყოფს პროდუქციაზე საფასო იარლიყების მიმაგრებას, იარლიყის დაზიანების ან ფასის ცვლილების შემთხვევაში ცვლის მას;
-ყურადღებას აქცევს დარბაზში წარმოდგენილ პროდუქციას, რომ იგი არ დაზიანდეს ან არ დაიკარგოს;
-მონაწილეობას იღებს საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: jobs@camara.ge 2012 წლის 15 მარტის ჩათვლით. საგანში "subject" აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "პროდუქციის მენეჯერი"/"გაყიდვების კონსულტანტი" (Product Manager/Sales Consultant), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება და გასაუბრება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige