კომპანია "კავკასუს ონლაინი" აცხადებს სტაჟირებას ტექნიკოსის (ინსტალატორის) თანამდებობაზე.
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი.
სტაჟირების დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-16:00.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 2 კვირა.
სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს ტექნიკოსის ფუნქციების შესწავლას, რომელიც გულისხმობს:
-ინტერნეტ პროდუქტების ინსტალაციას;
-გაყვანილობების მონტაჟსა და დემონტაჟს;
-მონაცემთა ბაზასთან მუშაობას;
-კლიენტთან ურთიერთობას.
განათლება:
-უმაღლესი ტექნიკური (სასურველია);
-კომპიუტერული ქსელების და სისტემების ცოდნა (სასურველია სერტიფიკატი);
-ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (სასაუბრო დონე).
უნარ-ჩვევები:
-პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
-ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
-დეტალური ინსტრუქციის შესრულების უნარი;
-პრობლემების აღმოჩენისა და ანალიზის უნარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ დართული სააპლიკაციო ფორმა და CV მისამართზე: 2012 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, რომელზეც აგზავნით მონაცემებს. მხოლოდ სააპლიკაციო ფორმა ან CV არ განიხილება.