საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ალგანი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ბანკი რესპუბლიკა  ქეა  შ.პ.ს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
შ.პ.ს დიზაინ სითი  თეგეტა მოტორსი  გუდვილი  პროფკურორტი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შირნჰოფერი 
Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  აიელსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   P/T/G  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE 
   ვაკანსია:

ტრენინგი ფინანსებში

   კომპანია:

კავკასიის აკადემიური ცენტრი

   განთავსებულია:  27 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  17 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  katerina.gogelashvili@cac.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ტრენინგი

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კავკასიის აკადემიური ცენტრი აცხადებს 14%-იან ფასდაკლებას ფინანსების სასერთიფიკატო პროგრამაზე.

პროგრამა ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვა-ანალიზის, ბიზნეს კანონმდებლობის, ფინანსური მენეჯმენტისა და მენეჯერული აღრიცხვის კომპლექსურ სწავლებას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

ფინანსური აღრიცხვის ნაწილში განიხილება ფინანსური აღრიცხვის განმარტება და ძირითადი ცნებები. ისწავლება ორგანიზაციის ფინანსური უწყისების ანალიზი, ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები, ფინანსური და ოპერაციული იჯარები, ობლიგაციები, ინვესტიციები, აღრიცხვის თავისებურებანი სააქციო საზოგადოებებში და აღრიცხვის პრინციპები საწარმოებში.

ბიზნესის კანონმდებლობის სწავლება გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას, რომელთა ბაზაზეც ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება ბიზნეს საქმიანობის მართვა.

ფინანსური მენეჯმენტის კურსში შეისწავლება ფინანსური ანგარიშგების ანალიზის მეთოდები (ლიკვიდურობის, მომგებიანობის და ოპერაციული კოეფიციენტები), კომპანიის მიმდინარე ოპერაციების ფინანსირება, ნაღდი ფულისა და ზოგადად ლიკვიდურობის მენეჯმენტი, ბიუჯეტის შედგენა, მისი კონტროლი და გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად.

მენეჯერული აღრიცხვის სასწავლო კურსი შეისწავლის კომპანიის ხარჯების მართვას და ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოყენებას მენეჯერებისათვის. კურსში დეტალურად შეისწავლება კომპანიის ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები, ოპერაციული ბიუჯეტის შედგენა და გამოყენება, აღრიცხვა პასუხისმგებლობის ცენტრების მიხედვით, დანახარჯების წრფივი და არაწრფივი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღება დანახარჯების მართვის შესახებ, ფასებისა და ხარჯების მენეჯმენტი, სტრატეგიული მომგებიანობის ანალიზი.

კურსის ხანგრძლივობაა 22 კვირა;
მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2 საათის განმავლობაში: სამშაბათი, ხუთშაბათი:18:30-20:30 ,შაბათი: 14:00-16:00.

მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო ლიტერატურით;
სრული სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა CAC (სი ეი სი)-ის სერტიფიკატი;
კურსის ღირებულება შეადგენს 1, 325 ლ.

2011 წლის 30 სექტემბრამდე შემოსული განცხადებებისთვის ფასდაკლება 14% 1165 ლ.

მიღების ბოლო ვადა: 17 ოქტომბერი 2011 წ.
მიღება მიმდინარეობს - ყოველ დღე 12:00 - 18:00 (შაბათ კვირის გარდა).

დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: katerina.gogelashvili@cac.ge
ვებ-გვერდი: http://www.cac.edu.ge
ალ. ყაზბეგის 16 (შესასვლელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
ტელ: 2 387676, 2 251730, 2 386336, 2 294080.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige