საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  შპს.   ალგანი  ბანკი რესპუბლიკა 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  P/T/G  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის აკადემიური ცენტრი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  
აიელსი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  One World   საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

სასერთიფიკატო პროგრამა ფინანსებში

   კომპანია:

კავკასიის აკადემიური ცენტრი

   განთავსებულია:  12 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  12 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  0
   ელ. ფოსტა:  katerina.gogelashvili@cac.ge
   ტელეფონი:  (+995 32)2387676
   კატეგორია:

სასწავლო პროგრამები

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

კავკასიის აკადემიური ცენტრი აცხადებს 14%-იან ფასდაკლებას ფინანსების სასერთიფიკატო პროგრამაზე.

პროგრამა ითვალისწინებს ფინანსური აღრიცხვა-ანალიზის, ბიზნეს კანონმდებლობის, ფინანსური მენეჯმენტისა და მენეჯერული აღრიცხვის კომპლექსურ სწავლებას საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად.

ფინანსური აღრიცხვის ნაწილში განიხილება ფინანსური აღრიცხვის განმარტება და ძირითადი ცნებები. ისწავლება ორგანიზაციის ფინანსური უწყისების ანალიზი, ფულის ღირებულებითი თეორიის საფუძვლები, ფინანსური და ოპერაციული იჯარები, ობლიგაციები, ინვესტიციები, აღრიცხვის თავისებურებანი სააქციო საზოგადოებებში და აღრიცხვის პრინციპები საწარმოებში.

ბიზნესის კანონმდებლობის სწავლება გულისხმობს საქართველოში მოქმედი იმ საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვას, რომელთა ბაზაზეც ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება ბიზნეს საქმიანობის მართვა.

ფინანსური მენეჯმენტის კურსში შეისწავლება ფინანსური ანგარიშგების ანალიზის მეთოდები (ლიკვიდურობის, მომგებიანობის და ოპერაციული კოეფიციენტები), კომპანიის მიმდინარე ოპერაციების ფინანსირება, ნაღდი ფულისა და ზოგადად ლიკვიდურობის მენეჯმენტი, ბიუჯეტის შედგენა, მისი კონტროლი და გამოყენება მენეჯერული გადაწყვეტილებების მისაღებად.

მენეჯერული აღრიცხვის სასწავლო კურსი შეისწავლის კომპანიის ხარჯების მართვას და ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოყენებას მენეჯერებისათვის. კურსში დეტალურად შეისწავლება კომპანიის ფიქსირებული და ცვლადი დანახარჯები, ოპერაციული ბიუჯეტის შედგენა და გამოყენება, აღრიცხვა პასუხისმგებლობის ცენტრების მიხედვით, დანახარჯების წრფივი და არაწრფივი ფუნქციები, გადაწყვეტილების მიღება დანახარჯების მართვის შესახებ, ფასებისა და ხარჯების მენეჯმენტი, სტრატეგიული მომგებიანობის ანალიზი.

კურსის ხანგრძლივობაა 22 კვირა;
მეცადინეობები ტარდება კვირაში 3-ჯერ, 2 საათის განმავლობაში:
სამშაბათი, ხუთშაბათი: 18:30-20:30, შაბათი: 14:00-16:00

მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო ლიტერატურით;
სრული სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა CAC (სი ეი სი)-ის სერტიფიკატი;
კურსის ღირებულება შეადგენს 1325 ლ.
30 ოქტომბრამდე შემოსული განცხადებებისათვის 14% 1165 ლ.

აგრეთვე, შესაძლებლია ცალკეული დისციპლინების აღება:

ფინანსური მენეჯმენტი: 410 ლარი (CAC-ის კურსდამთავრებულებისთვის -15% 350 ლარი)
მენეჯერული აღრიცხვა: 440 ლარი (CAC-ის კურსდამთავრებულებისთვის -15% 375 ლარი)

მიღება მიმდინარეობს - ყოველ დღე 12:00 - 18:00 (შაბათ-კვირის გარდა)
დაგვიკავშირდით: katerina.gogelashvili@cac.ge / http://www.cac.edu.ge
ალ. ყაზბეგის 16 (შესასვლელი მიცკევიჩის ქუჩიდან)
ტელ.: 2 387676/ 2 251730 / 2 386336/ 2 294080

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige