საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს იუსტიციის სახლის მენეჯერის ვაკანსიაზე.
ქალაქები: ქუთაისი, მარნეული, თელავი და ზუგდიდი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
- მარკეტინგის სამმართველოს დროული ინფორმირება მომსახურებისას წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
- პრობლემების აღმოფხვრის გზების შემუშავება;
- იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დანერგვა და მუდმივი დაკვირვება, მონიტორინგი;
- მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
- ახალი პროდუქტის, სერვისების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის გაცნობა;
- მედიასთან ურთიერთობა;
- იუსტიციის სახლში პრეზენტაციის ჩატარება მისი კონცეფციისა და სერვისების შესახებ როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ან სოციალურ სფეროში);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სერვისის მწარმოებელ სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
-მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის ცოდნა (სასურველია სერვის+ -ის ცოდნა);
- მართვის უნარი;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 1540 ლარი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ,გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) 2011 წლის 5 ივლისი სჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება და სასურველი ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.