საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეკონომიკურ დეპარტამენტში, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს (I კატეგორია) მრჩევლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება;
- სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, გაცემა-მიღება და აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
- სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრუყოფილი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალობა;
- ორგანიზებულობა.
თანამდებობრივი სარგო: 1,540 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;
- "გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის #9 ბრძანება;
- "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის #2 ბრძანება;
- "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის #7 ბრძანება;
- "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის #3 ბრძანება;
- "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის #541 ბრძანებულება;
-"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის #187 ბრძანება;
- "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
- საქართველოს შრომის კოდექსი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: 2011 წლის 12 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.