საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას უმაღლესი განათლების და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში.
საშტატო ერთეული: 1 სტაჟორი.
სტაჟიორის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება ტესტირებისა (ზოგადი უნარები, პროფესიული ტესტირება და თარგმანი) და გასაუბრების ფორმით.
წარმატებული კანდიდატი გაივლის ექვს თვიდან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
შრომითი ანაზღაურება: 400 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი კვლევა და ანალიზი
- თარგმანის მომზადება (ძირითადად ინგლისურ ენაზე)
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული/საერთაშორისო სამართლის განათლება ან იურიდიული/საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-მისამართების ცოდნა და ელექტრონულად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე კვლევის მომზადება;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი
- სასურველია საერთაშორისო ან შიდა სამართლებრივ შეჯიბრში/იმიტირებულ სასამარათლო პროცესში გამოცდილება.
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო საჯარო სამართალი
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები
- საქართველოს კონსტიტუცია
- სამოქალაქო სამართალი და პროცესი - ზოგადი პრინციპები
- სისხლის სამართალი და პროცესი - ზოგადი პრინციპები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: 2011 წლის 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი დეპარტამენტის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.