საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას იუსტიციის სახლებში ქუთაისში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- იუსტიციის სახლში მოქალაქეთათვის კონსულტაციის გაწევა;
- იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მომსახურება;
- უფლებამოსილების ფარგლებში, სამუშაო პროცესში მონაწილეობა;
- იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა;
- იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ბაკალავრიატის ბოლო კურსი);
- ინგლისური ენის ფლობა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მოქალაქეზე ორიენტაცია;
- მიზანდასახულობა;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სტაჟირების ანაზღაურება: 200 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ მისამართზე: 2011 წლის 19 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციისა და ქალაქის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.