საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას უმაღლესი განათლების მქონე და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში.
საშტატო ერთეული: 1 სტაჟიორი.
სტაჟიორის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება ტესტირების (ზოგადი უნარები, პროფესიული ტესტირება და თარგმანი) და გასაუბრების ფორმით.
წარმატებული კანდიდატი გაივლის ექვს თვიდან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
შრომითი ანაზღაურება: 400 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- სამართლებრივი კვლევა და ანალიზი;
- თარგმანის მომზადება (ძირითადად ინგლისურ ენაზე);
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული/საერთაშორისო სამართლის განათლება ან იურიდიული/საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია საერთაშორისო ორგანიზაციების ვებ-მისამართების ცოდნა და ელექტრონულად ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე კვლევის მომზადება;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სასურველია საერთაშორისო ან შიდა სამართლებრივ შეჯიბრში/იმიტირებულ სასამართლო პროცესში გამოცდილება.
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო საჯარო სამართალი;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციები;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- სამოქალაქო სამართალი და პროცესი - ზოგადი პრინციპები;
- სისხლის სამართალი და პროცესი - ზოგადი პრინციპები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 21 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე.