საიტზე დევს 570 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:30
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი  შპს.   ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
პროფკურორტი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  P/T/G  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საგანმანათლებლო ცენტრი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  
ბიდისი აკადემია  საქართველოს უნივერსიტეტი  აიელსი  Oxford House  კავკასიის აკადემიური ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბრიტანული სახლი  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სტაჟირება იუსტიციის სახლში - ქუთაისი, ბათუმი

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  25 იან. 2012
   ბოლო ვადა:  2 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სტაჟირება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში.

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-მოქალაქეთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
-მოქალაქეთა მარშრუტის დარეგულირება: შემოსული მოქალაქის გადამისამართება შესაბამისი მიმართულებით; თითოეულ შემოსულ მოქალაქესთან ურთიერთობის დამყარება;
-მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა.
-მოქალაქეთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მოქალაქისთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; მოქალაქისთვის საჭირო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; მოქალაქისთვის სერვისის ვადების და საფასურის განმარტება;
-პრობლემური და რთული მოქალაქის დამშვიდება და განეიტრალება;
-მოქალაქეთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემის საშუალებით მოქალაქისთვის ბილეთის ამობეჭდვა; მოქალაქის დახმარება ფოტო-ჯიხურში სურათის გადაღებისას; მოქალაქის დახმარება ბანკომატებთან და სხვა ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
-ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა);
-სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-კომუნიკაბელურობა;
-ლოგიკური აზროვნება;
-კეთილგანწყობა;
-დახვეწილი მეტყველება;
-მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
-კონფლიქტის მართვის უნარი;
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-მოტივირებულობა;
-ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-სწრაფად ათვისების უნარი;
-დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
-გუნდურობა.

ანაზღაურება: 200 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება

staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 402 405,
+(995 577) 270 705
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige