საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას უმაღლესი განათლების და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისათვის, ევროსასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
საშტატო ერთეული: 1 სტაჟიორი.
სტაჟიორის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება ტესტირების (ზოგადი უნარები, პროფესიული ტესტირება და თარგმანი) და გასაუბრების ფორმით.
წარმატებული კანდიდატი გაივლის ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში. სტაჟირების ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
შრომითი ანაზღაურება: 400 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმდინარე საქმეებზე სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
- სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება და ევროპული სასამართლოსათვის მიწოდება;
- სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ან პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება; სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ასევე ინგლისურის ან ფრანგულის სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე, სამეტყველო);
- ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების ცოდნა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და დამატებითი ოქმები);
- ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა (საქართველოს კონსტიტუცია, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის (მატერიალური და საპროცესო) ან სამოქალაქო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- კრეატიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა.
საკონკურსო თემატიკა:
- ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების ცოდნა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და დამატებითი ოქმები);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა (განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები);
- საქართველოს კონსტიტუცია.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 3 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე.