საიტზე დევს 570 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:30
RSS
ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი  გუდვილი 
შ.პ.ს.   DMG WEST LINES  ალგანი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შირნჰოფერი  შპს.  
კავკასიის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინგლისური ენის სახლი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ბრიტანული სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  
აიელსი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საგანმანათლებლო ცენტრი   Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G 
   ვაკანსია:

სტაჟირება გენერალურ ინსპექციაში

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  27 იან. 2012
   ბოლო ვადა:  10 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სამთავრობო/სამინისტრო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირებას გენერალურ ინსპექციაში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული განვითარების საშუალებას;
-კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

სტაჟიორის შერჩევა მოხდება საკონკურსო წესით, რომელიც ჩატარდება ტესტირებისა (ზოგადი უნარების ტესტი და პროფესიული ტესტი) და გასაუბრების ფორმით.

წარმატებული კანდიდატები გაივლიან ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში.

საშტატო ერთეული: 2 სტაჟიორი.
ანაზღაურება: 400 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:
-იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დისციპლინის მონიტორინგი;
-მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა;
-სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი იურიდიული განათლება; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საშუალო დონე);
-ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-კომუნიკაბელური;
-ორგანიზებული;
-დეტალებზე ორიენტირებული;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
-დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

საკონკურსო თემატიკა:
-საქართველოს კონსტიტუცია;
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
-"პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონი;
- "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი;
-"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი;
-" ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონი;
-"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;
-საქართველოს შრომის კოდექსი;
-2008 წლის 7 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის #541 ბრძანებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება

staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 402 405,
+(995 577) 270 705
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige