საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES 
შ.პ.ს დიზაინ სითი  შპს.   ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი  ალგანი  შ.პ.ს.  
ბიდისი აკადემია  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის აკადემიური ცენტრი  One World  P/T/G  აიელსი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სრს სამსახურის უფროსის მოადგილე - ქუთაისი

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  19 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  1 დეკ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ადმინისტრაცია

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ქუთაისის იუსტიციის სახლში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობებზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის სფეროში შემავალი დოკუმენტების შემოწმება და დადასტურება;
** წარმოდგენილი დოკუმენტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სხვა სამსახურიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვა;
** საქმისწარმოების საჭიროებისათვის დოკუმენტების მოკვლევა, მოძიება და ანალიზი;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
** სამსახურის მთავარ სპეციალისტებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილება და მათთვის სათანადო დავალებებისა და მითითებების მიცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები;
** საქართველოს კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
** საქართველოს კანონი სახელმწიფო რეესტრის შესახებ;
** საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ;
** საქართველოს კანონი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ;
** საქართველოს კანონი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ;
** საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ;
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #213, 2006 წლის 30 იანვარი, ქ. თბილისი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ;
** საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება #209, 2006 წლის 30 იანვარი, ქ. თბილისი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ;
** სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო;
** საქართველოს კანონი საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ;
** საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ;
** საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #404, 2009 წლის 14 ივლისი, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების შესახებ;
** საქართველოს კანონი ამნისტიის შესახებ.

გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდი: http://www.cra.gov.ge

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2011 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige