საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ქუთაისის იუსტიციის სახლში სპეციალისტის პოზიციაზე.
იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას მოქალაქეთა მომსახურება წარმოადგენს. მომსახურებას ახორციელებენ სამინისტროს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
- სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
- ეროვნული არქივი;
- აღსრულების ეროვნული ბიურო;
- ნოტარიუსთა პალატა.
სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა.
სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს.
იუსტიციის სახლის ბრენდის ბუნება გულისხმობს არა მხოლოდ რამდენიმე დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულის მექანიკურ გადატანას ერთ შენობაში, არამედ მომსახურებაზე ორიენტირებული ყველა სტრუქტურის იდეურ და სისტემურ გაერთიანებას, რაც ემყარება სერვისის წარმოებისა და მიწოდების ხელახალ გააზრებას - "უწყებათაშორის ერთი სარკმლის პრინციპს".
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამსახურში შემოსული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება, სარეგისტრაციო განაცხადის რეგისტრაცია ელექტრონულ წიგნში;
- სამსახურში შემოსული ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის, საინვენტარიზაციო გეგმის, ცნობა-დახასიათების, ამავე არქივში დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის გაცემის შესახებ მოთხოვნის მიღება და შესაბაბამისად, მათი გაცემა;
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერის, საკადასტრო გეგმის ქაღალდზე შესრულებულ ვერსიაის გასცემა;
- რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გაცემა;
- დაინტერესებული პირის მიერ გადახდილი სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის ოდენობის შემოწმება;
- განცხადების და თანდართული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღებისთანავე, განმცხადებელზე განცხადების მიღების ბარათის გაცემა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე განმცხადებლისა და სამსახურში ხელმოსაწერად წარმოდგენილი გარიგების მხარეების იდენტიფიცირება;
- გარიგების მონაწილეთა მიერ გარიგებაზე მისი თანდასწრებით ხელმოწერის ფაქტის დადასტურება;
- თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომხმარებელთან ურთიერთობის უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- კომუნიკაბელურობა.
თანამდებობრივი სარგო: 520 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
- "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონი
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
- "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 13 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით.