საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  ქეა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  გუდვილი  შირნჰოფერი 
შპს.   ბანკი რესპუბლიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES  თეგეტა მოტორსი 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   ბიდისი აკადემია  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი ტურისტული კომპანია ,,მანდსი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
საქართველოს უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   კავკასიის უნივერსიტეტი  აიელსი  საგანმანათლებლო ცენტრი   ინგლისური ენის სახლი 
   ვაკანსია:

სპეციალისტი იუსტიციის სახლში - თელავი

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  14 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  27 თებ. 2012
   მდებარეობა:  თელავი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სამთავრობო/სამინისტრო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თელავის იუსტიციის სახლში სპეციალისტის პოზიციაზე (სამოქალაქო რეესტრის სააგენტო).

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-მოქალაქეთა კონსულტირება და საბუთების მიღება;
-მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შეყვანა;
-წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, მოკვლევა, ანალიზი, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა;
-პიროვნების იდენტიფიცირება;
-მონაცემთა სისწორის შემოწმება;
-სხვა სამსახურებიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-სასურველია მუშაობის გამოცდილება, 1-2 წელი;
-საოფისე პროგრამების ცოდნა;
-კომუნიკაბელურობა;
-ლოგიკური აზროვნება;
-კეთილგანწყობა;
-დახვეწილი მეტყველება;
-მოქალაქეთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
-კონფლიქტის მართვის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
-მოტივირებულობა;
-ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
-სწრაფად ათვისების უნარი;
-დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
-გუნდურობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.


გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige