საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამსახურების უფროსის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობებზე.
ქალაქები: ბათუმი, ქუთაისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამოქალაქო რეესტრის საქმიანობის სფეროში შემავალი დოკუმენტების შემოწმება და დადასტურება;
- წარმოდგენილი დოკუმენტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სხვა სამსახურიდან ან სხვა ორგანოებიდან საბუთების გამოთხოვება;
- საქმისწარმოების საჭიროებისათვის დოკუმენტების მოკვლევა, მოძიება და ანალიზი;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება;
- სამსახურის მთავარ სპეციალისტებს შორის უფლება-მოვალეობების განაწილება და მათთვის სათანადო დავალებებისა და მითითებების მიცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა (გთხოვთ, იხილოთ ჩვენი ვებ-გვერდი: ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: 2011 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.