საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შირნჰოფერი  DMG WEST LINES  შპს.   ქეა  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  P/T/G  აიელსი საგანმანათლებლო ცენტრი   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
One World   Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 
   ვაკანსია:

სამეურნეო სამსახურის მენეჯერი - ქუთაისი

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  5 ოქტ. 2011
   ბოლო ვადა:  15 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  ქუთაისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამეურნეო სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.

მდებარეობა: ქ. ქუთაისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს შინაგანაწესის შესრულებას, ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
- უზრუნველყოფს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას, შეიმუშავებს ღონისძიებებს სახანძრო უსაფრთხოების განმტკიცებისათვის სახანძრო, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლების გათვალისწინებით;
- კოორდინაციას უწევს იუსტიციის სახლის შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობას და დასუფთავებას, საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების დროულად გატანას;
- კოორდინაციას უწევს იუსტიციის სახლის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების პროცესს;
- უზრუნველყოფს შენობის გათბობის საკითხების ორგანიზებას;
- კონტროლს აწესებს იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურებაზე;
- კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქალაქის სხვადასხვა სამსახურებთან ურთიერთობას შენობაში ელექტრო, წყალსაკანალიზაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;
- კოორდინაციას უწევს სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
- უზრუნველყოფს საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;
- ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სამეურნეო ან ლოჯისტიკის სფეროში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.

თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.

საკონკურსო თემატიკა:

- "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულება;
- "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 13 ოქტომბრის №187 ბრძანება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2011 წლის 6 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige