საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტში მრჩევლის (II კატეგორია) პოზიციაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- კონკრეტულ სამართლებრივ სფეროსთან დაკავშირებით კვლევა, დოკუმენტების მომზადება ან საერთაშორისო საჯარო სამართლის გათვალისწინებით რეკომენდაციული ხასიათის დოკუმენტის შემუშავება;
- სხვადასხვა ხასიათის ანგარიშების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (გაერო, ევროპის საბჭოს) და ევროპის კავშირისათვის;
- საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა;
- დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოების და უწყებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობებში მონაწილეობის მიღება;
- სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტის თარგმნა;
- საერთაშორისო ურთიერთდახმარების საქმეებზე მუშაობა: სამოქალაქო საქმეები, აღსრულება და ბავშვთა გატაცების სამოქალაქო ასპექტები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საერთაშორისო სამართლის ან იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული; სასურველია საზღვარგარეთ მიღებული განათლება და სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სამართლის ან ადამიანის უფლებათა კუთხით;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამართლებრივი დოკუმენტაციის ინგლისურ ენაზე შედგენის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო საჯარო სამართალი;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;
- სამართლებრივი ურთიერთდახმარების ძირითადი კონვენციების ცოდნა;
- საქართველოს კონსტიტუცია;
- სამოქალაქო სამართალი და პროცესი;
- სისხლის სამართალი და პროცესი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 21 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე.