საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და გაცემა;
- ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა;
- მონაწილეობა ინვენტარიზაციის ჩატარებაში და ბუღალტრულ აღრიცხვაში ინვენტარიზაციის შედეგების ასახვის უზრუნველყოფა;
- კონტროლი სალაროს მუშაობაზე;
- სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან საბუღალტრო ანგარიშგების ფორმების (ბალანსის) მიღებას, სამინისტროს ნაერთი საბუღალტრო ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენა;
- ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
- საბუღალტრო აღრიცხვის (ORIS) პროგრამის ფლობა;
- საბიუჯეტო ორგანიზაციაში მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
თანამდებობრივი სარგო: 1,700 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კანონი "ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების რეგულირების შესახებ";
- საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №70 ბრძანებულება "საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების დებულების დამტკიცების შესახებ";
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება "ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ";
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე";
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 4 თებერვლის №49 ბრძანება "საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე";
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნების და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ".
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 29 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე.