იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს 2011 წლის ყველაზე წარმატებული და ნოვატორული პროექტია, რომელსაც ანალოგი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ აქვს. იუსტიციის სახლი წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების ერთობლიობას, სადაც ერთ სივრცეში ერთიანდება 250-ზე მეტი სერვისი. აქ კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად იღებს მისთვის სასურველ მომსახურებას. იუსტიციის სახლი მთლიანად ცვლის და სულ სხვა დონეზე აჰყავს აქამდე არსებული მომსახურების კულტურა. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით გახსნილია და წარმატებით ფუნქციონირებს 4 იუსტიციის (ბათუმის, რუსთავის, მესტიის, ქუთაისის) სახლი.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.
პოზიცია: იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
-იუსტიციის სახლებში პროცედურულად და ტექნიკურად გამართული, მარტივი და შეუფერხებელი მომსახურების შექმნის/განვითარების უზრუნველყოფა;
-იუსტიციის სახლის სტრუქტურის სრულყოფა და ქვედანაყოფების ჩამოყალიბება;
-ადამიანური რესურსების განვითარებისა და წახალისების მონიტორინგი;
-იუსტიციის სახლისთვის ახალი პარტნიორების მოზიდვის კონცეფციის შემუშავება და განახლება;
-იუსტიციის სახლის პარტნიორებთან მაღალი ხარისხის მომსახურების შექმნის და წარმოების უზრუნველყოფა;
-იუსტიციის სახლში საჯარო სერვისების მრავალფეროვნების და ამ სერვისების დახვეწის უზრუნველყოფა;
-იუსიტიციის სახლის ფილიალების მენეჯერებთან კომუნიკაცია, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-საგანმანათლებლო ხარისხი - მაგისტრი;
-სასურველი სპეციალობა - მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, ადამიანური რესურსების მართვის, ოპერაციების ან მარკეტინგის სფეროში;
-მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
-მართვის პროცესების აწყობის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
-პროდუქტების განვითარებისა და გაყიდვების სისტემების აწყობის გამოცდილება (სასურველია);
-გადაწყვეტილების მიღებისა და მოქმედების ინიცირების უნარი;
-ადამიანების მოტივირების, გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
-ადაპტაციისა და ცვლილებებზე სათანადო რეაგირების უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2012 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.