საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორის და ინდივიდუალურ განაცხადებზე დავების წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სახელმწიფოს სამართლებრივი პოზიციის ფორმულირება საერთაშორისო სასამართლოებისათვის წარსადგენად;
- მენეჯერული და წარმომადგენლობითი ფუნქციები, მათ შორის დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შეხვედრებში მონაწილეობა, ოფიციალური მიმოწერის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (მინიმუმ სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
- საერთაშორისო სამართლის სისტემისა და ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- გაეროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების ცოდნა;
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
- საქართველოს შიდა კანონმდებლობის ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც სამეტყველო, ისე წერითი);
- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- პროფესიონალიზმი;
- კოლეგიალურობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კრეატულობა.
თანამდებობრივი სარგო: 1,700 ლარი.
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო სამართლის სისტემა და ძირითადი პრინციპები;
- გაეროსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუციური მოწყობის ძირითადი პრინციპები;
- ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და დამატებითი ოქმები);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი;
- საქართველოს შიდა კანონმდებლობა (საქართველოს კონსტიტუცია; საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ საქართველოს კანონი; ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: 2011 წლის 29 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.