საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სოციალური ქსელების კოორდინატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- იუსტიციის სახლის ვებ გვერდის დროული განახლება, ცვლილების საჭიროების დანახვისას, საკითხის დაყენება, ვებ გვერდის მოხმარების ანალიზი/სტატისტიკის დამუშავება;
- რეკომენდაციები იუსტიციის სახლის ვებ გვერდის დახვეწა/განვითარებასთან დაკავშირებით;
- რეკომენდაციები ინტერნეტში/ვებზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით;
- რეკომენდაცია ფორუმსა თუ ვებ გვერდზე იუსტიციის სახლის ჩართვის მიზანშეწონილობაზე;
- ახალი მედიის არხების მეშვეობით იუსტიციის სახლის წარმოჩენისთვის ყველა საჭირო ტექნოლოგიის, მასალის და ინფორმაციის იდენტიფიკაცია;
- ახალი მედიის არხების უარყოფითი მხარეების გამოვლენა და ანალიზი; იუსტიციის სახლზე შესაძლო ზემოქმედების სწორი შეფასება;
- ზოგადი და კონკრეტული სეგმენტისთვის განკუთვნილი მედია არხების განვითერბა; შესაბამისი გვერდების შექმნა; პოსტების, ვიდეოების, პოდკასტების და სხვა შექმნა;
- Facebook-ის Fun გვერდის, Youtube-ის მართვა და განვითარება;
- სოციალურ ქსელებსა და სხვა არხებზე მყოფ მომხმარებლებთან ურთიერთობების აწყობა და მართვა;
- კონკურსების მოწყობა და მართვა ახალი მედიის ფარგლებში;
- ახალი მედიის არხების გამოყენება იუსტიციის სახლის პოზიტიური იმიჯის ფორმირების ხელშეწყობისთვის, პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ სიახლეების ცნობისთვის, კონკრეტული სერვისის მხარდაჭერისთვის;
- ფორუმების, ვიკი-გვერდების, პლატფორმების, ვებ-გვერდების ზედამხედველობა, სადაც მიმდინარეობს იუსტიციის სახლის სერვისების გარჩევა; საჭიროების შემთხვევაში რეაგირება იუსტიციის სახლის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებზე/კომენტარზე;
- კონტრაქტორებთან ურთიერთობა სოციალური ქსელებისთვის საჭირო დამატებითი ფუნქციონალის (apps, tabs, etc.) ან სხვა ტექნიკური გადაწყვეტის შესაქმნელად;
- სოციალური ქსელებისა და სხვა არხების ანალიტიკური მონაცემების შეგროვება და რეპორტინგი.
- პასუხისმგებლობა მედია არხის დიზაინზე/ვიზუალზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი 1 წელი, ნებისმიერ ორგანიზაციაში ან ბლოგის/საკუთარი ვებ-გვერდის შექმნისა და მართვის გამოცდილება; ან კონსულტანტი ახალი მედიის/ვებ 2.0-ის ინსტრუმენტებით სარგებლობის ან/და განვითარების კუთხით;
- სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი;
- უმაღლესი განათლება;
- სოციალური ქსელებისა და ვებ 2.0-ის შემადგენელი ელემენტების (მათ შორის: Facebook, Twitter, Youtube, Flickr, Wordpress, და ა.შ.) საფუძვლიანი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა MS Office; სასურველია - Google Docs;
- ვებ-დიზაინის საწყისი დონის ცოდნა მიიჩნევა უპირატესობად (HTML, Adobe Photoshop);
- ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად, გამართული საუბრისა და წერის უნარი; ინგლისური - თავისუფლად; რუსული - სასურველია;
უნარები:
- ინტერესი ახალი ტექნოლოგიების მიმართ/ადრეული მოხმარება;
- დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- მიზნების მიღწევაზე ორიენტაცია;
- კომუნიკაციის უნარი (წერითი და ვერბალური);
- ინტერპერსონალური ურთიერთობების უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- შემოქმედებითი აზროვნება/კრეატიულობა;
- მოქნილობა;
- მოტივაცია/ინიციატივა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) მისამართზე: 2011 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მიმდინარე ვაკანსია ასევე შეგიძლიათ იხილოთ საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: