საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თბილისის იუსტიციის სახლების მენეჯერის ვაკანსიაზე.
იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.
ფუნქცია-მოვალეობები:
-მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
-მარკეტინგის სამმართველოს დროული ინფორმირება მომსახურებისას წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
-პრობლემების აღმოფხვრის გზების შემუშავება;
-იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დანერგვა და მუდმივი დაკვირვება, მონიტორინგი;
-მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
-ახალი პროდუქტის, სერვისების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის გაცნობა;
-მედიასთან ურთიერთობა;
-იუსტიციის სახლში ტურების უზრუნველყოფა მისი კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ან სოციალურ სფეროში);
-მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
-სერვისის მწარმოებელ სექტორში არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის ცოდნა (სასურველია "სერვის+"-ის ცოდნა);
-მართვის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-დეტალებზე ორიენტირებულობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2012 წლის 4 მარტის ჩათვლით.