საიტზე დევს 570 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:30
RSS
თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  გუდვილი  ქეა  შპს.  
'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  DMG WEST LINES 
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  საგანმანათლებლო ცენტრი   ბიდისი აკადემია  One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  P/T/G აიელსი  საქართველოს უნივერსიტეტი  Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  კავკასიის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ბრიტანული სახლი 
   ვაკანსია:

იუსტიციის სახლის მენეჯერი - რეგიონები

   კომპანია:

იუსტიციის სამინისტრო

   განთავსებულია:  25 იან. 2012
   ბოლო ვადა:  2 თებ. 2012
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს გურჯაანის, ოზურგეთის და ახალციხის იუსტიციის სახლების მენეჯერის ვაკანსიაზე.

იუსტიციის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიზანი მომხმარებლებისთვის ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების უზრუნველყოფაა. სწორედ, ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად შემუშავდა იუსტიციის სახლის შექმნის კონცეფცია, რომელიც მომხმარებლის სერვისთან და ინფორმაციასთან წვდომის გამარტივების თვალსაზრისით, რამდენიმე უწყების საქმიანობას ერთი შენობის ფარგლებში აერთიანებს. იუსტიციის სახლი სთავაზობს მომხმარებელს 250-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, როგორიცაა ID ბარათისა და პასპორტის გაცემა, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, დაბადების და ქორწინების მოწმობების გაცემა, მოქალაქეობის მიღება, საარქივო და სანოტარო სერვისები, აღსრულების მომსახურება და სხვ.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:
-პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
-თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
-ბონუს სისტემას;
-სამედიცინო დაზღვევას.

ფუნქცია-მოვალეობები:
-მომსახურებაში ჩართული თანამშრომლების ყოველდღიური შეუფერხებელი მუშაობის, დისციპლინის და წესრიგის კოორდინირება;
- მარკეტინგის სამმართველოს დროული ინფორმირება მომსახურებისას წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
-პრობლემების აღმოფხვრის გზების შემუშავება;
-იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დანერგვა და მუდმივი დაკვირვება, მონიტორინგი;
-მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა და მიმდინარე ხარისხის გაუმჯობესებისათვის წინადადებების მომზადება;
-ახალი პროდუქტის, სერვისების ან სხვა სიახლეების თანამშრომლებისათვის გაცნობა;
-მედიასთან ურთიერთობა;
-იუსტიციის სახლში ტურების უზრუნველყოფა მისი კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება;
-მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
-მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის ცოდნა (სასურველია "სერვის+"-ის ცოდნა);
-მართვის უნარი;
-ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-დეტალებზე ორიენტირებულობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge 2012 წლის 2 თებერვლის ჩათვლით.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება

staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 402 405,
+(995 577) 270 705
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige