საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში დავების წარმოების სამმართველოს (II კატეგორია) მრჩევლის პოზიციაზე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც სახელმწიფოში მოქმედ კანონშემოქმედების, სამართალწარმოების, მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ უწყებას, საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და სამართლებრივი ფორმირების საქმეში.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
- თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ბონუს სისტემას;
- სამედიცინო დაზღვევას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიმდინარე საქმეებზე სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
- სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება და ევროპული სასამართლოსათვის მიწოდება;
- სამთავრობო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
- ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ან პრაქტიკის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, მინიმუმ სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- სასურველია, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური ან ფრანგული ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ზეპირი მეტყველება);
- კრეატულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხიმგებლობის გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
თანამდებობრივი სარგო: 990 ლარი
საკონკურსო თემატიკა:
- საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები; - ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებების ცოდნა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და დამატებითი ოქმები; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და დამატებითი ოქმები);
- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა (განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეები);
- ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა (საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს სისიხლის სამართლის (მატერიალური და საპროცესო) და სამოქალაქო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: 2011 წლის 21 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით.