იურიდიული დახმარების სამსახური წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის დებულების საფუძველზე.
ს.ს.ი.პ. იურიდიული დახმარების სამსახური მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში (სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ტერიტორია) დარეგისტრირების მიზნით, აცხადებს კონკურსს.
კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, გასაუბრების ფორმით. გასაუბრების ჩატარების ადგილი და თარიღი კონკურსანტებს ეცნობებათ დამატებით.
განცხადებების მიღება იწარმოებს 2011 წლის 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროებში.
- სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: ახალციხე, თაბუკაშვილის ქ. #17
ტელ: (+995 591)115571
ვებ-გვერდი: http://www.legalaid.ge
- აჭარის იურიდიული დახმარების ბიურო
მისამართი: ქ. ბათუმი, წერეთლის შესახვევი #6
ტელ: (+995 422)242449
ვებ-გვერდი:
მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატის ფუნქციები და მოვალეობები:
1. იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვევის (მომართვის) შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეში ჩართვა, ხოლო საქმეში ჩართვაზე უარის შემთხვევაში, სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, უმოკლეს ვადაში უარის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარმოდგენა
2. სისხლის სამართლის საქმეში ჩართვიდან უმოკლეს დავაში საქმის მწარმოებელი პირისთვის დადგენილი წესით გაცემული ორდერის წარდგენა და სისხლის ს/ს საქმის მასალების გაცნობა
3. იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების ჯეროვნად დაცვა საქართველოს კანონმდებლობისა და ადვოკატის პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად
4. საჭიროების შემთხვევაში დასაცავ პირთან შეხვედრა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა
5. სისხლის სამართლის საქმეზე იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის ინტერესების დასაცავად საჭირო ყველა საპროცესო დოკუმენტის მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა
6. სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულება.
შენიშვნა:
- მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატს ეკრძალება რაიმე ანაზღაურების ან საჩუქრის მიღება დასაცავი პირის ან მისი ნათესავის/ახლობლისაგან იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც იგი მონაწილეობს ან მონაწილეობდა ნებისმიერ წინა სტადიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვევის საფუძველზე
- მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატს ეკრძალება ჰონორარის სანაცვლოდ დაიცვას ის პირი, ვის ინტერესებსაც იგი იცავდა ნებისმიერ წინა სტადიაზე იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვევის საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- საერთო ან სისხლის სამრთლის სპეციალიზაციით ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი
- ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი (ს/ს საქმეში ჩართვის თაობაზე განხორციელებული მოწვევის შესაბამისად
-* ანაზღაურება: ს/ს საქმეზე განხორციელებული საპროცესო მოქმედებების შესაბამისად, კანონით დადგენილი განაკვეთების მიხედვით
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. ავტობიოგრაფია (CV)
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
4. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაცია) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი
5. ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი
გასაუბრების თემატიკა
შიდასახელმწიფოებრივი აქტები
- საქართველოს კონსტიტუცია
- საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ
- ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
- საქართველოს კანონი ,,იურიდიული დახმარების შესახებ~
საერთაშორისო აქტები
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია.