იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი (საია) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას სამოქალაქო განათლების საკვირაო სკოლაში.
სწავლის უფლება აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს.
მოსწავლეებს პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.
სწავლის მსურველებმა 2011 წლის 20 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. 2 ფოტოსურათი;
3. შეავსონ სპეციალური განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან: ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას).
საბუთების მიღება ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში. საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დანიშნულ დროს გაივლიან გასაუბრებას. მოსწავლეთა შერჩევა მოხდება აღნიშნული გასაუბრების საფუძველზე.
საკვირაო სკოლაში სწავლა უფასოა.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
ქ.თბილისი, ჯ. კახიძის ქ. 15
ტელ: 2 936101; 2 910883 (შიდა ნომრები: 137/147)
საკონტაქტო პირები: გიორგი გობრონიძე -
მარი აბულაძე -