საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ალგანი  ქეა  შ.პ.ს.   თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.   თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა 
პროფკურორტი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს დიზაინ სითი  გუდვილი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
Oxford House  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ინგლისური ენის სახლი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

საცალო გაყიდვების დეპარტამენტის კოორდინატორი

   კომპანია:

ირაო

   განთავსებულია:  10 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  1 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@irao.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

გაყიდვები

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა.  ”ირაო” ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007  წლიდან ”ირაოს” სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი დსთ–ს და ევროპის ქვეყნებში.

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების დეპარტამენტში კოორდინატორის თანამდებობაზე.

თანამდებობის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:

- სტაჟორების და საცალო გაყიდვების მენეჯერების მართვა და კოორდინაცია;
- საცალო გაყიდვების ჯგუფის შესასრულებელი და  შესრულებული სამუშაოს კონტროლი, მუშაობის უზრუნველყოფა და მართვა;
- შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება;
- ფიზიკური კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი, მათი სადაზღვევო პრემიების გადახდების კონტროლი, არსებული ხელშეკრულებების პროლონგაციაზე ზრუნვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
- გაყიდვების შემდგომი სერვისის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
- რისკების პირველადი ანალიზი და შეფასება ანდრაიტინგის დეპარტამენტთან ერთად;
- სადაზღვევო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი;
- საცალო გაყიდვების მოცულობის ზრდისა და/ან კლების ტემპების დინამიკის შესწავლა, გამომწვევი მოვლენების აღწერილობით;
- სტაჟორებისთვის და საცალო გაყიდვების მენეჯერებისთვის ახალ პროდუქტებზე გაცნობითი ხასიათის ტრენინგების,  შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და ტესტირების მომზადების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- საცალო გაყიდვების დეპარტამენტის უფროსისთვის  ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება;
- კონკურენტების ანალოგიური პროდუქტების შესწავლის საფუძველზე და სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ სარეალიზაციოდ დამტკიცებულ პროდუქტებში, შესატანი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება. სასურველია ეკონომიკის, ან ბიზნესის ადმინისტრირების  სფეროში;
- საცალო გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:

- გაყიდვების, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- გუნდის მართვის უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა, მოლეპარაკების უნარ-ჩვევები;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
- ინიციატიავა;
- მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 1 დეკემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige