შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“ აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონში გაყიდვების რეგიონალური კოორდინატორის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
თანამდებობის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- ”ირაოს” ბათუმის წამომადგენლობის მართვა
- აჭარის რეგიონში გაყიდვების დაგეგმვა, კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება
- გაყიდვების მენეჯერების საქმიანობის კონტროლი და დაგეგმვა
- შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება
- კლიენტების სადაზღვევო ანგარიშების (მონაცემების) მართვა და კონტროლი
- გაყიდვების შემდგომი სერვისის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა
- რისკების პირველადი ანალიზი და შეფასება ანდრაიტინგის დეპარტამენტთან ერთად
- სტაჟორებისთვის და გაყიდვების მენეჯერებისთვის ახალ პროდუქტებზე გაცნობითი ხასიათის ტრენინგების, შესაბამისი ინსტრუქტაჟისა და ტესტირების მომზადების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
- ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანაგარიშების მომზადება საქმიანობის შედეგების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში
- სადაზღვევო კომპანიაში, ან ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
- რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა, სასურველია
კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება
- გაყიდვების, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი
- დროის დაგეგმვისა და მართვის უნარი
- გუნდის მართვის უნარ-ჩვევები
- კომუნიკაბელურობა
- პრეზენტაბელურობა
- მოლაპარაკების უნარ-ჩვევები
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ანკეტა, ან CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: .
წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 10 დეკემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.