შპს “იოლი სუპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მდედრობითი სქესის წარმომადგენლები;
- უმაღლესი განათლება/სასურველია ბიზნეს ადმინისტრირება;
- სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- პერსონალის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების MS office; Outlook; Internet (სასურველია რომელიმე სააღრიცხვო პროგრამის ცოდნა)
- სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- თანამდებობრივი კომპეტენციების ფარგლებში ინიციატივების გამოჩენი უნარი, რაც ხელს შეუწყობს მაღაზიი საქმიანობის სრულყოფას;
- სამუშაოთა დაგეგმვის და მათი განხორციელების ორგანიზაციის უნარი;
- ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
შესასრულებელი მოვალეობანი:
- მომწოდებლებთან შეკვეთის გაკეთება და მაღაზიაში პროდუქციის მიღება;
- პროგრამული შეკვეთების მომზადება საწყობისათვის და სამზარეულოსთვის;
- მაღაზიაში მიღებული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ვადიანობის კონტროლი, ვადაგასული პროდუქციის დროული ამოღება სარეალიზაციო პროდუქციიდან;
- სეიფში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი და სიზუსტე;
- მაღაზიის უზრუნველყოფა ხურდა ფულით;
- ნაღდი ფულის ინკასირება ბანკში;
- სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა და დანაკარგების კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული მოწყობილობების და დანადგარების მუშაობა ინსტრუქციის მიხედვით;
- მაღაზიაში არსებული პრობლემების დროული აღნუსხვა და ინფორმირება (საოპერაციო განყოფილებისთვის).
- მაღაზიის უზრუნველყოფა სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვით;
- მენეჯერის მიერ დაქვენდებარებული პერსონალის და სტაჟიორების მართვა, დავალებების განაწილება, სამუშაო გრაფიკის დაცვა;
- მაღაზიის შინაგანაწესის შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
- კომპანიის მიერ დადგენილი მომსახურეობის სტანდარტების დაცვა და კლიენტთან წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრა;
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 2011 წლის 20 სექტემბერი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (სასურველია სურათით) გამოგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ მისამართზე
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება