საინფორმაციო სააგენტო "ინტრპრესნიუსი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი თარჯიმან-რედაქტორის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
- მთარგმნელად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (პრესა, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო).
- ტექსტების სწრაფად და გამართულად თარგმნის უნარი
- კომუნიკაბელურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა.
შესასრულებელი სამუშაო და პირობები:
- ყოველდღიური ახალი ამბების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე;
სამუშაო განრიგი: ყოველდღე 10.00-19.00სთ-მდე (დასვენება: კვირა) ან დღეგამოშვებით 10.00-23.00სთ-მდე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ-ფოსტით:
გაცნობებთ: ელ-ფოსტის სათაურში და რეზიუმეში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ინგლისურენოვანი თარჯიმან-რედაქტორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დამწყებები და გამოუცდელები გთხოვთ ნუ გამოგვეხმაურებით.