კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ს შვილობილი კომპანია შ.პ.ს. „ინტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე:
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის დარგში
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გაწონასწორებულობა
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, 2011 წლის 10 ნოემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –
აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის მისაღები მინიმალური ხელფასის ოდენობა (ლარებში).
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I რეზიუმეების გადარჩევა;
II ტესტირება;
III გასაუბრება.