კვების პროდუქტების მწარმოებელი ლიდერი კომპანია ს.ს. “ნიკორა” თორმეტი წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საკვები პროდუქტების ბაზარზე.
ს.ს. “ნიკორა” _ არის მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, რომლის პრიორიტეტულ საკითხად ითვლება უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარება. კომპანიის მთავარი ამოცანაა შემდგომი განვითარება სოციალური პასუხისმგებლობის, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მომხმარებლისადმი ერთგულების საკითხში.
ს.ს. „ნიკორა“ს ფოთის ფილიალი შ.პ.ს. „ინტრეიდი ფოთი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის დარგში
- აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- გაწონასწორებულობა
- შრომისმოყვარეობა
- ანალიტიკური აზროვნების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2011 წლის 24 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე –
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 595)381218; 5(493) 27 61 01.
ვაკანტური თანამდებობის და ქალაქის მითითება ელექტრონული ფოსტის სათაურში აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ტესტირება
3. გასაუბრება
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.