SPARKY PROFESSIONAL–ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, შ.პ.ს. "ინტერტექნიკსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ხელსაწყოების (ე.წ. „დრელი“, ე.წ. „ბარგალკა“ და სხვა) ხელოსნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო ხელსაწოების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კარგი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა
- მობილურობა-მოქნილობა
მოვალეობები:
- ელ.ხელსაწყოების დიაგნოსტიკა და შეკეთება
- კლიენტისთვის პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად და დეტალურად ახსნა შემდგომი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა
- დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება
- კლიენტებთან პოზიტიური და კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი
- გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “ელ. ხელსაწყოების ხელოსანი”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 ნოემბერი 2011წ
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან