საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი თარჯიმან-რედაქტორის თანამდებობაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
-ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
-მთარგმნელ-რეფერენტად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (აუცილებელია: პრესა, ტელევიზია, რადიო, საინფორმაციო სააგენტო)
-ტექსტების სწრაფად თარგმნის უნარი.
-კომუნიკაბელურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა.
შესასრულებელი სამუშაო და პირობები:
-ყოველდღიური ახალი ამბების თარგმნა და რედაქტირება ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით;
-სამუშაო განრიგი: ყოველდღე 10.00-დან - 19.00-მდე (დასვენება: შაბათი, კვირა)
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV(ქართულ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
გაცნობებთ: ელ-ფოსტის სათაურში (სუბჯეცტ) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ინგლისურენოვანი თარჯიმან-რედაქტორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.