საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  ქეა  თეგეტა მოტორსი  ალგანი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი 
შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შპს.   შ.პ.ს.   გუდვილი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  DMG WEST LINES 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  აიელსი  ბიდისი აკადემია  კავკასიის უნივერსიტეტი  საქართველოს უნივერსიტეტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  One World   
P/T/G  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

სატელევიზიო გადაცემის წამყვანი/ჟურნალისტი

   კომპანია:

ინტერნიუსი

   განთავსებულია:  10 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  24 აგვ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  zurab.khrikadze@internews.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

პრესა/მაუწყებლობა/მედია

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს კონკურსს სატელევიზიო გადაცემის წამყვანის/ჟურნალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. გადაცემა მომზადდება საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრისთვის ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში.

პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი იქმნება ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სუბ-გრანტის ფარგლებში ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნიუსი-საქართველო. პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი საკუთარ სატელევიზიო სტუდიაში მოამზადებს რეგულარულ სატელევიზიო გადაცემებს პარლამენტის მაჟორიტარ წევრთა მონაწილეობით, რათა რეგიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს უკეთ გააცნოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესები. ჩანაწერები გადაიცემა რეგიონული ტელესადგურების ეთერით.

სატელევიზიო გადაცემის წამყვანი/ჟურნალისტი იმუშავებს NDI -ის პროგრამის უფროს მენეჯერთან და პროდიუსერთან ერთად გუნდში.

სამუშაოს აღწერილობა:

- პროდიუსერთან ერთად ადგენს სატელევიზიო ჩაწერების განრიგს და უზრუნველყოფს განრიგის ზუსტ დაცვას;
- გუნდის სხვა წევრებთან ერთად მუშაობს სატელევიზიო გადაცემის თემის შერჩევაზე;
- მიყავს სატელევიზიო გადაცემა, რისთვისაც წერს წამყვანის ტექსტებს და მონაწილეობს ჩაწერილი მასალის დამონტაჟებაში (post-production).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- სატელევიზიო ჟურნალისტად/წამყვანად მუშაობის არა ნაკლებ 7 წლის სტაჟი;
- შესაბამისი უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან უფრო მარალი დონის დიპლომი ჟურნალისტიკაში, პოლიტიკური მეცნიერებებში ან სხვა რელევანტურ დარგში);
- ტექსტის რედაქტორის, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე / CV უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: zurab.khrikadze@internews.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 აგვისტო, 2011.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige