"ინტერნიუსი-საქართველო" აცხადებს კონკურსს კომპიუტერული მემონტაჟის სპეციალისტის/ეთერის ოპერატორის ვაკანტურ თანამდებობაზე. გადაცემა მომზადდება საქართველოს პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრისთვის ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პროექტის ფარგლებში. პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი იქმნება ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სუბ-გრანტის ფარგლებში ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნიუსი-საქართველო (Internews Georgia). პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი საკუთარ სატელევიზიო სტუდიაში მოამზადებს რეგულარულ სატელევიზიო გადაცემებს პარლამენტის მაჟორიტარ წევრთა და საპარლამენტო უმცირესობის მონაწილეობით, რათა რეგიონში მცხოვრებ ამომრჩევლებს უკეთ გააცნოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესები. ჩანაწერები გადაიცემა რეგიონული ტელესადგურების ეთერით. პროგრამის კომპიუტერული მემონტაჟე/ეთერის ოპერატორი იმუშავებს NDI -ის პროგრამის უფროს მენეჯერთან, პროდიუსერთან და ინტერნიუსის ტელეწარმოების გუნდთან ერთად. სამუშაოს აღწერილობა: - მონაწილეობას იღებს სტუდიის, აპარატურისა და სასტუდიო განათების გამზადებაში ვიდეო-ჩაწერებისთვის წარმოების განრიგის მკაცრი დაცვით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კომპიუტერულ მემონტაჟედ/ეთერის ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე / CV უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: zurab.khrikadze@internews.ge და მიუთითონ " ვიდეო-მემონტაჟის ვაკანსია" ან "Video Editor Vacancy. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 სექტემბერი, 2011 წ. |
|






































