არასამთავრობო ორგანიზაცია "ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი" აცხადებს კონკურსს ექვსი ინტერვიუერის პოზიციაზე.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 თვე.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს აღწერილობა:
-მოქალაქეთა გამოკითხვა ევროპის კავშირის წევრი-სახელმწიფოების საკონსულო დაწესებულებებთან;
-მოპოვებული ინფორმაციის ასახვა სპეციალურ კითხვარში;
-აუცილებელი ინფორმაციის დროულად მიწოდება პროექტის იურისტებისათვის;
-პროექტის ფარგლებში სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ საველე სამუშაოების გამოცდილება (სოციალური გამოკითხვები, კარდაკარ მუშაობის გამოცდილება).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: არაუგვიანეს 2012 წლის 27 იანვრისა.
საკონტაქტო ტელეფონი: 2 552025.