სს “ინვესტბანკი” აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის თანამდებობაზე
სამუშაოს აღწერილობა:
- ანგარიშების გახსნა (იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- კლიენტების ანგარიშებზე იურიდიული დოკუმენტაციის შეგროვება, საჭიროებისამებრ შეცვლა და შენახვა;
- საკასო ოპერაციების წარმოება (იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე);
- საბიუჯეტო და სხვა ერთჯერადი გადარიცხვების შესრულება;
- ამონაწერების მოზაგება (იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებიდან);
- სალარე და სავალუტო გადარიცხვების შესრულება ( იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- უნაღდო და ნაღდი კონვერტაცია (იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- პლასტიკური ბარათების მომსახურება (განაცხადის მიღება, რეგისტრაცია, საბარათე ოპერაციები)
- სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება;
- შემოსავლის ორდერების მიხედვით ფულის მიღება;
- ფულის კუპიურული და დაბეჭდვის თარიღის მიხედვით ფორმირება და მისთვის საკუთარი სახელობითი ბეჭდით დაბეჭდვა;
- სალაროს დოკუმენტაციის წარმოება, დღიური საბუთების კონტროლი და ფორმირება
- ზოგადი ცოდნა საკრედიტო საქმიანიობასთან დაკავშირებით (სესხები,ოვერდაფტები,საბანკო გარანტიები)
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიური)
- მინიმუმ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება ბანკში შესაბამის პოზიციაზე (სავალდებულოა)
- ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატი
- უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების წესები (სავალდებულოა)
- კომპიუტერული პროგრამები (სავალდებულოა)
- ქართული, ინგლისური , რუსულილი ენების სრულყოფილი ფლობა (სავალდებულოა) ასევე სხვა უცხო ენები
- ასაკი არაუმეტეს ოცდათხუთმეტი წლის
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელური
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 ნოემბერი