სს "ინვესტბანკი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
- ანგარიშების გახსნა (იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- კლიენტების ანგარიშებზე იურიდიული დოკუმენტაციის შეგროვება, საჭიროებისამებრ შეცვლა და შენახვა;
- საკასო ოპერაციების წარმოება (იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებზე);
- საბიუჯეტო და სხვა ერთჯერადი გადარიცხვების შესრულება;
- ამონაწერების მომზადება (იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშებიდან);
- სალარე და სავალუტო გადარიცხვების შესრულება ( იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- უნაღდო და ნაღდი კონვერტაცია (იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის);
- პლასტიკური ბარათების მომსახურება (განაცხადის მიღება, რეგისტრაცია, საბარათე ოპერაციები);
- სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება;
- შემოსავლის ორდერების მიხედვით ფულის მიღება;
- ფულის კუპიურული და დაბეჭდვის თარიღის მიხედვით ფორმირება და მისთვის საკუთარი სახელობითი ბეჭდით დაბეჭდვა;
- სალაროს დოკუმენტაციის წარმოება, დღიური საბუთების კონტროლი და ფორმირება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები, ეკონომიური);
- მინიმუმ ერთი წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (სავალდებულოა);
- ნაღდ ფულთან მუშაობის სერთიფიკატი (სავალდებულოა);
- უნაღდო და ნაღდი ანგარიშსწორების წესები (სავალდებულოა);
- კომპიუტერული პროგრამები (სავალდებულოა);
- ქართული, ინგლისური , რუსულილი ენების სრულყოფილი ფლობა (სავალდებულოა) ასევე სხვა უცხო ენები;
- ასაკი არაუმეტეს ოცდათხუთმეტი წლის.
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- მაღალი პასუხისმგებლობის მქონე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: .
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 5 სექტემბერი.