ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სპორტის ფაკულტეტზე სპორტის პედაგოგიკის მიმართულებით მოწვეული მასწავლებლების პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- შესაბამის დარგში პედაგოგიური გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა, ინტერნეტით ოპერირების შესაძლებლობა
- შესაბამის აკადემიურ დარგში სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა (განსაკუთრებით ბოლო ათი წლის განმავლობაში)
- სწავლების პროცესის წარმართვის უნარი სწავლების თეორიის მეთოდიკის თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV
- პირადობის მოწმობის ასლი
- 2 ფოტო 3X4
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- სასწავლო კურსის 4 სილაბუსი (საბაკალავრო სილაბუსის ინსტრუქცია და სილაბუსის ფორმა იხილეთ ბმულზე: )
- საბუთები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის კომპეტენციას სპორტის შესაბამისი სპეციალიზაციის მასწავლებლის პოზიცისთან (ასეთი დოკუმენტების არსებობის
შემთხვევაში)
- განაცხადი კონკურსის პირობების გაცნობისა და მონაწილეობის მიღების შესახებ (ვაკანსიისა და კონკრეტული სპეციალიზაციის მითითებით).
საბუთები მიიღება 2011 წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართი: ჩოლოყაშვილის 3/5, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ან ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge .
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განაცხადში და ასევე, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
საკონკურსო ეტაპები:
I ეტაპი - შემოსული საკონკურსო მასალის (დოკუმენტაციის) განხილვა და შერჩევა
II ეტაპი - I ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
III ეტაპი - სილაბუსით გაწერილი ერთი გაკვეთილის პრეზენტაცია
საკონკურსო ვადები:
29.07.2011 - საბუთების მიღების დაწყება
31.08.2011 - საბუთების მიღების დასრულება
05.09.11 - პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
07.09.11 - 10.09.11 - მეორე ეტაპი - პრეზენტაციები
12.09.11 - საბოლოო შედეგების გამოცხადება
20.09.2011 - 24.09.2011 - ტრენინგები შერჩეული მასწავლებლებისთვის
კონსულტაციებისა და ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით მისამართზე:
თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 2, სპორტის ფაკულტეტი, ოთახი 104.
ან დარეკეთ: (+995 32)2946184
(ახალი კორპუსის და მისასვლელი გზის რუკა იხილეთ: http://www.iliauni.edu.ge/files/pics-news/ruka_2.JPG )