ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სპორტის ფაკულტეტზე მძლეოსნობის მულტიდისციპლინარული სპორტული ტრენინგის დარგში მოწვეული მასწავლებლის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- სპორტის შესაბამის სპეციალიზაციაში სამწვრთნელო გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა, ინტერნეტით ოპერირების შესაძლებლობა.
ინფორმაციის მართვის კომპეტენცია:
- საჭირო ინფორმაციის ეფექტური მოძიება, წვდომა და დამუშავება
- ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარი ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში:
- დასახული ამოცანის განსახორციელებლად ინფორმაციის გამოყენების უნარი.
პროფესიული (პედაგოგიური) უნარები:
- ეფექტური პრეზენტაციის შესაძლებლობა
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი
- სწავლების თანამედროვე ცოდნის სისტემისა და ძირითადი კონცეფციების ცოდნა
- ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლების სტრატეგიებისა და მსმენელთათვის მოტივაციის სისტემის შემუშავების უნარი
- ინოვაციურობა და შემოქმედებითობა
სისტემური მიდგომების საფუძველზე საქმიანობის განხორციელების უნარი.
სპორტული წვრთნის კომპეტენცია:
- მოზარდის ასაკობრივი და სქესობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით წვრთნის პროცესის მართვისა და დატვირთვების ინტენსივობის განსაზღვრის უნარი
- მწვრთნელისათვის საჭირო საკვანძო საკითხების, პედაგოგიური ხერხებისა და მეთოდების ფლობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- CV
- პირადობის მოწმობის ასლი
- 2 ფოტო - 3x4
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- სასწავლო კურსის 4 სილაბუსი (საბაკალავრო სილაბუსის ინსტრუქცია და სილაბუსის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=330)
- საბუთები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის კომპეტენციას სპორტის შესაბამისი სპეციალიზაციის მასწავლებლის პოზიცისთან (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში)
- განაცხადი კონკურსის პირობების გაცნობისა და მონაწილეობის მიღების შესახებ (ვაკანსიისა და კონკრეტული სპეციალიზაციის მითითებით).
საბუთები მიიღება 2011 წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განაცხადში და ასევე, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საკონკურსო ეტაპები:
I ეტაპი - შემოსული საკონკურსო მასალის (დოკუმენტაციის) განხილვა და შერჩევა
II ეტაპი - I ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
III ეტაპი - სილაბუსით გაწერილი ერთი გაკვეთილის პრეზენტაცია.
საკონკურსო ვადები:
29.07.2011 - საბუთების მიღების დაწყება
31.08.2011 - საბუთების მიღების დასრულება
05.09.11 - პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
07.09.11 - 10.09.11 - მეორე ეტაპი - პრეზენტაციები
12.09.11 - საბოლოო შედეგების გამოცხადება
20.09.2011 - 24.09.2011 - ტრენინგები შერჩეული მასწავლებლებისთვის
კონსულტაციებისა და ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 2, სპორტის ფაკულტეტი, ოთახი 104, ან დარეკეთ: 2 946184 (ახალი კორპუსის და მისასვლელი გზის რუქა იხილეთ: http://www.iliauni.edu.ge/files/pics-news/ruka_2.JPG )
ინფორმაცია სასწავლო კურსის შესახებ:
შესავალი:
მძლეოსნობაში სასწავლო თემატიკა განკუთვნილია ბაკალავრიატის მეორე წლის სპორტის ყველა სპეციალიზაციის სტუდენტისათვის, ე.ი. სასწავლო თემატიკა წარმოდგენილი უნდა იყოს 2 სემესტრისათვის 2 სასწავლო კურსად:
კურსის დასახელება:
I სემესტრი - მძლეოსნობის საფუძვლები I
II სემესტრი - მძლეოსნობის საფუძვლები II.
კურსების მიზანია სტუდენტს გააცნოს მძლეოსნობის საფუძვლები, წვრთნის პროცესის მეთოდები და ტექნოლოგიები, განუვითაროს მძლეოსნური ვარჯიშების პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევები. კურსის 90% ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს.
1 კურსი მოიცავს ერთ სემესტრს, 15 ერთეულ ორსაათიან ლექციათა და/ან პრაქტიკულ მეცადინეობათა ციკლს.
კურსის განმავლობაში არის ორი შუალედური შეფასება (ნორმატივების დაძლევა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება, შეჯიბრი და ა.შ) და საბოლოო შეფასება.
სამუშაოს აღწერა:
მოწვევის პირველ წელს სამუშაო დატვირთვა კვირაში 4 საათია. ყოველ მომდევნო წელს კი დატვირთვა 2 საათით მატულობს და მისი მოცულობა განისაზღვრება ჯგუფების რაოდენობით.
1 საათის ანაზღაურებაა 12.5 ლარი, ხოლო სამეცნიერო ხარისხის მქონე პედაგოგებისთვის - 14 ლარი (დაბეგვრით).