საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შპს.   ქეა  პროფკურორტი  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.   შ.პ.ს.  'პროსერვისი'  თეგეტა მოტორსი  ბანკი რესპუბლიკა  შირნჰოფერი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G  One World  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  
ტურისტული კომპანია ,,მანდსი  Oxford House  საქართველოს უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სპორტის მასწავლებლები სხვადასხვა სპეციალიზაციაში

   კომპანია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

   განთავსებულია:  3 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  31 აგვ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@iliauni.edu.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

განათლება/სწავლება

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სპორტის ფაკულტეტზე მოწვეული მასწავლებლის პოზიციაზე, სპორტის შემდეგ სპეციალიზაციებში:

- რაგბი;
- აღმოსავლური ორთაბრძოლა - კარატე;
- თავისუფალი ჭიდაობა;
- ქართული ჭიდაობა;
- კალათბურთი;
- კრივი;
- ფეხბურთი;
- სპორტული ცეკვები;
- ბატუტზე ხტომები;
- ჩოგბურთი;
- მთასვლელობა;
- ცურვა;
- მშვილდოსნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

- უმაღლესი განათლება
- სპორტის შესაბამის სპეციალიზაციაში სამწვრთნელო გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა, ინტერნეტით ოპერირების შესაძლებლობა

ინფორმაციის მართვის უნარი:

- საჭირო ინფორმაციის ეფექტური მოძიება, წვდომა და დამუშავება
- ინფორმაციისა და მისი წყაროს შეფასება და შერჩეული ინფორმაციის ინტეგრირება საკუთარი ცოდნისა და ღირებულებათა სისტემაში
- დასახული ამოცანის განსახორციელებლად ინფორმაციის გამოყენების უნარი.

პროფესიული (პედაგოგიური) უნარები:

- ეფექტური პრეზენტაციის შესაძლებლობა
- ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი
- სწავლების თანამედროვე ცოდნის სისტემისა და ძირითადი კონცეფციების ცოდნა
- ჯგუფური და ინდივიდუალური სწავლების სტრატეგიებისა და მსმენელთათვის მოტივაციის სისტემის შემუშავების უნარი
- ინოვაციურობა და შემოქმედებითობა
- სისტემური მიდგომების საფუძველზე საქმიანობის განხორციელების უნარი.

სპორტული წვრთნის კომპეტენცია:

- წვრთნის პროცესის მართვისა და დატვირთვების ინტენსივობის განსაზღვრის უნარი
- მწვრთნელისათვის საჭირო საკვანძო საკითხების, პედაგოგიური ხერხებისა და მეთოდების ფლობა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

- CV
- პირადობის მოწმობის ასლი
- 2 ფოტო - 3x4
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- სასწავლო კურსის 4 სილაბუსი (საბაკალავრო სილაბუსის ინსტრუქცია და სილაბუსის ფორმა იხილეთ ბმულზე: http://www.iliauni.edu.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=330)
- საბუთები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის კომპეტენციას სპორტის შესაბამისი სპეციალიზაციის მასწავლებლის პოზიციასთან (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში)
- განაცხადი კონკურსის პირობების გაცნობისა და მონაწილეობის მიღების შესახებ (ვაკანსიისა და კონკრეტული სპეციალიზაციის მითითებით).

საბუთები მიიღება 2011 წლის 29 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ან ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება განაცხადში და ასევე, ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საკონკურსო ეტაპები:

I ეტაპი - შემოსული საკონკურსო მასალის (დოკუმენტაციის) განხილვა და შერჩევა
II ეტაპი - I ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
III ეტაპი - სილაბუსით გაწერილი ერთი გაკვეთილის პრეზენტაცია

საკონკურსო ვადები:

29.07.2011 - საბუთების მიღების დაწყება
31.08.2011 - საბუთების მიღების დასრულება
05.09.11 - პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება
07.09.11 - 10.09.11 - მეორე ეტაპი - პრეზენტაციები
12.09.11 - საბოლოო შედეგების გამოცხადება
20.09.2011 - 24.09.2011 - ტრენინგები შერჩეული მასწავლებლებისთვის

კონსულტაციებისა და ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 2, სპორტის ფაკულტეტი, ოთახი 104, ან დარეკეთ: 2 946184 (ახალი კორპუსის და მისასვლელი გზის რუქა იხილეთ: http://www.iliauni.edu.ge/files/pics-news/ruka_2.JPG)

ზოგადი ინფორმაცია სასწავლო კურსების შესახებ:

შესავალი:

სპორტის თითოეულ სპეციალიზაციაში სასწავლო თემატიკა განკუთვნილია ბაკალავრიატის მეორე და მესამე წლის სტუდენტებისათვის, ე.ი. სასწავლო თემატიკა წარმოდგენილი უნდა იყოს 4 სემესტრისათვის, 4 სასწავლო კურსად:

კურსის დასახელება:

I სემესტრი - შესავალი სპორტის სპეციალიზაციაში
II სემესტრი - სპორტის სპეციალიზაცია I
III სემესტრი - სპორტის სპეციალიზაცია II
IV სემესტრი - სპორტის სპეციალიზაცია III

კურსების მიზანია, სპორტის სახეობების მწვრთნელის სპეციალობის სტუდენტს გააცნოს სპორტული წვრთნის საფუძვლები, წვრთნის პროცესის მეთოდები და ტექნოლოგიები, განუვითაროს ამ ცოდნის თეორიული და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევები.

1 კურსი მოიცავს ერთ სემესტრს, 15 ერთეულ ორსაათიან ლექციათა და /ან პრაქტიკულ მეცადინეობათა ციკლს. თითეული ლექციის განმავლობაში სტუდენტი იღებს კონკრეტულ ცოდნას და პრაქტიკული მეცადინეობებითა და დავალებების მეშვეობით ავითარებს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების კომპეტენციას.

კურსის განმავლობაში არის ორი შუალედური შეფასება (პრეზენტაცია, ტესტირება, ზეპირი გამოკითხვა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება და ა.შ.) და საბოლოო შეფასება.

II. სამუშაოს აღწერა:

მოწვევის პირველ წელს სამუშაო დატვირთვა კვირაში 2 საათია. ყოველ მომდევნო წელს კი დატვირთვა 2 საათით მატულობს და საბოლოოდ 8 საათს შეადგენს.

1 საათის ანაზღაურებაა 12.5 ლარი, ხოლო სამეცნიერო ხარისხის მქონე პედაგოგებისთვის - 14 ლარი (დაბეგვრით).
 

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige